საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს საპატრიარქოს გარე პერიმეტრის დაცვის თანამშრომელს COVID-19 დაუდგინდა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირება დაცვის იმ თანამშრომლებსაც უტარდებათ, რომლებსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდათ.

მისივე განცხადებით, ინფიცირებულს პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შეხება არ ჰქონია.

დაცვის თანამშრომელი კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ცხოვრობდა და სამსახურში იქიდან დადიოდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. მასთან შემხებლობაში მყოფი რამდენიმე პირი უკვე კარანტინში გადაიყვანეს.