საპატრიარქოს და ხელისუფლების ენით გვესაურება რუსეთი, დამოკლეს მახვილივით გაეჩხირა ეს საქმე ხელისუფლებას – მეუფე პეტრე კარტოგრაფებზე

საპატრიარქოს და ხელისუფლების ენით გვესაურება რუსეთი, დამოკლეს მახვილივით გაეჩხირა ეს საქმე ხელისუფლებას – ასე აფასებს, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე პეტრე ე.წ. კარტოგრაფების საქმეს და საპატრიარქოს განცხადებას საქმის შესახებ. მისი თქმით, საპატრიარქო შეშინებულია რადგან საზოგადოების ნაწილმა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტპატიმრებად და გმირებად აღიარა.

“საპატრიარქო არის უკიდურესად შეშინებული, იმ ფაქტით რომ საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა აღიარა პოლიტპატიმრებად და გმირებად ეს პატიოსანი ადამიანები.  აზერბაიჯანმა სამხედრო ბაზა განათავსა ქართულ ტერიტორიაზე და ხელისუფლება არის უუნარო პასუხი გასცეს და  დაკავებულები არიან მხოლოდ ინტრიგით. ეს საქმე ემსახურებოდა წინასაარჩევნო ბინძურ კამპანიას, არ გამოვიდა, მაინც გასაყალბებელი გაუხდა ხელისუფლებას არჩევნები, ფაქტიურად დამოკლეს მახვილივით გაეჩხირა ეს საქმე ხელისუფლებას , ისევე როგორც ციანიდის საქმე. საპატრიარქოს ენით გვესაუბრება რუსეთი და გვესაურება ხელისუფლება და საპატრიარქო არმოჩნდა დამკვეთი რომ ეს პატიოსანი ადამიანები შებრუნდნენ ციხეში. – განაცხადა მეუფე პეტრემ.