აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს კათოლიკოს პატრირქის, ილია მეორის შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოში ბრიფინგი დაინიშნა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრიფინგი ჩაიშალა. გავრცელებული ცნობით, საპატრიარქოს თანამშრომელს და საპატრიარქოს ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდგინდა.