სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.