ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის და ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გაანიავეს საგაზაფხულოდ.
ჯერ ერთი, “ახალგაზრდების პროტესტი”, ეს არის თქვენი ბრენდირება, რასაც სინამდვილეში ერქვა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული პროტესტი – რაშიც ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული – თვითონ აქციები ორგანიზებული იყო უცხოელი აგენტების მიერ, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას.
ყველამ დაინახა, რომ ამ ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს, ყველამ დაინახა, რომ აქ რევოლუციის მოწყობა შეუძლებელია, ყველამ დაინახა, რომ სახელმწიფო უკან არ დაიხევს არასდროს, როცა ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად.