Pfizer-BioNTech–ის ვაქცინა პირველი პრეპარატია მსოფლიოში, რომელმაც დაჩქარებული წესით გამოყენებაზე ჯანმოს საგანგებო ნებართვა მიიღო.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ C0vid19-ის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა ორგანიზაციის ექსპერტებმა სხვადასხვა ქვეყნიდან შეაფასეს და დაასკვნეს, რომ ვაქცინა ეფექტურობის და უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პარამეტრებს შეესაბამება.
“Covid19-თან ბრძოლაში მისი სარგებელი ბევრად აღემატება პოტენციურ რისკებს“– ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა.
საგანგებო გამოყენების ნებართვას ის პრეპარატები იღებენ, რომლებიცთან დაკავშირებითაც ყველა აუცილებელი ცდის შედეგები ჯერ კიდევ მზად არ არის, თუმცა ისინი ეპიდემიებთან საბრძოლველად აუცილებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ ასეთი ნებართვა ხსნის ბევრ ბარიერს ვაქცინის მისაწოდებლად მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის განვითარებად ქვეყნებში.