გუბაზ სანიკიძე მმართველი გუნდის წევრებს აფასებს და ამბობს, რომ მათ თანამდებობის მიღების შემდეგ დაიწყეს “ძველი ბიჭობა.”
“ამათთან კამათს აზრი არ აქვს, კაცი არის წამსვლელი, ხვალ-ზეგ მიდის [გახარია]. ვერ ატყობთ? ბლატაობდა. ბლატაობა დაიწყეს. საინტერესო მოვლენაა “ქართულ ოცნებაში”- თანამდებობაზე რომ დასხდნენ, მერე გახდნენ ძველი ბიჭები”,- ამბობს სანიკიძე ტვ პირველის ეთერში.
ის მმართველი პარტიის წევრს, ირაკლი კობახიძესაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ “ნაკურთხი წყალი რომ მიასხა, დაიკარგება”.
“აგერ ის რომ ჰყავთ, სარკე რომ არ ირეკლავს, კობახიძე, ნაკურთხი წყალი რომ მიასხა, დაიკარგება იმ წუთშივე”,- თქვა გუბაზ სანიკიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის რეალური ოპონენტები არა უმრავლესობის წევრები, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ “ქართული ოცნების” წევრებთან ჩხუბი ჰაერთან ჩხუბს ჰგავს.
“ბლატაობდა დღეს გახარია, იუმორშიც სცადა ბედი, მაგრამ არ გამოგდის, რა, ამ დღეებში მიგაჭრის თავს ბიძინა. ამიტომ ვისთან გვაქვს საქმე? ჰაერს ვეჩხუბებით, წყალს ვნაყავთ. არ არის ჩვენი ოპონენტი არც მთავრობა და არც უმრავლესობა. აგერ არის [ოპონენტი] გამაგრებული, აკვარიუმში ზის [ივანიშვილი]”,- აცხადებს სანიკიძე.