ბათუმში, სარფში ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “აჭარა News” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ზღვაში მამაკაცი შენიშნეს, რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებდა და 112-ში დარეკეს.
არსებული ცნობით, კაცი წყლიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. დახმარება მას ადგილზევე გაუწიეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ.