სარფში მებაჟეებმა სატვირთოში დამალული 5 ადამიანი იპოვეს

სარფში მებაჟეებმა სატვირთოში დამალული 5 ადამიანი იპოვეს, ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაკავებულები სხვადასხვა დანაშულის ჩადენაში ეჭვმიტანილები არიან და თურქეთის დატოვება ეკრძალებათ. დაკავებულები, ქვეყნიდან გაქცევასა და საქართველოში მალულად გადასვლას ცდილობდნენ.