“სარჩელი შემაქვს სასამართლოში ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. ასეა როცა ენა წინ გისწრებს და ახლა ამტკიცე ვინ არის ჩვენს შორის მიმთვისებელი და თაღლითი”,
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აპირებს, რომ Post TV-ის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
ცნობისთვის შალვა რამიშვილმა ბურჭულაძე “საქველმოქმედო თანხების გაფლანგვასა” და თაღლითობაში დაადანაშაულა და თავის გადაცემაში იმ მუსიკოსებზე ისაუბრა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას შეუერთდნენ.