პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს დავით არახამიას “ინტრიგებით დაკავებული” კაცს უწოდებს.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის მორიგ მცდელობას, ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება ფართო გამოხმაურება და ფართო მხარდაჭერა, რადგან რეალობა არის ასეთი – ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ. ვივარაუდე, რომ აუცილებლად იარსებებდნენ ადამიანები, რომელთა ღირებულებათა სისტემაში საქართველოში “ომის პარტიის” მხარდაჭერა იქნებოდა უფრო პრიორიტეტული და ასეთი ბაცილა მეთქი -ასე მოვიხსენიე, ოღონდ არა ადამიანზე, საკუთრივ ინტერესზე ვთქვი, რომ შეიძლება ყოფილიყო და გაღვივებულიყო, როგორც ჩანს ამ პროცესს ვადევნებთ თვალს”- ამბობს სარჯველაძე.
სარჯველაძე აღნიშნული განცხადებით, დავიდ არახამიას მიერ, „მთავარი არხის” ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეფასებას ეხმაურება.