სასამართლომ ალეკო ელისაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი “ქორთიად მარიოტთან” 4 დეკემბერს დააკავეს, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავებიან, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.