თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებული 11 პირის განაჩენი გამოცხადდა. ოთხს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ხოლო 7 მათგანი – 500 ლარით დააჯარიმა.
ყველა მათგანს გამოძიება 2 მაისს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.