“სასამართლომ გამამართლა, მაგრამ ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის “- ასე აფასებს ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო.
,,ეს საქმე თავისი შინაარსით და თემატიკით აბსურდულია, უნდა ყოფილიყო მთელი ქვეყნისთვის აბუჩად ასაგდები. მოსამართლეს შეეძლო კამერების ჩანაწერები ამოეღო და ეს 2 წლიანი გაუთავებელი შოუ, ტაკიმასხარაობა სახელად „საქართველოს მართლმსაჯულება“ არ მოხდებოდა. მკაფიოდ იქნებოდა დადგენილი, რომ მოძალადე იყო გავაშელიშვილი. დამნაშავე და მოძალადე გავაშელიშვილია, რომელიც იქ დავალებით მოვიდა, ამაზე მართლმსაჯულება დუმს, რაც არის მთავარი პრობლემა ამ ისტორიაში, არა ის, ჯარიმას მომისჯიდა თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ორი ადამიანი მოვიდა დავალებით იმისთვის, რომ ჩვენზე ფიზიკური ძალადობა განეხორციელებინა, დაიწყო ჩხუბი და პასუხიც მიიღო. ნებისმიერი მოძალადე მიიღებს ადეკვატურ, პროპორციულ მაგრამ მკაცრ პასუხს, არავინ არ შეეგუება „ზონდერების“ მიგზავნას, დაჩაგვრას და საქმის მის წინააღმდეგ აღძვრას. ბადრი გავაშელიშვილი აუცილებლად დაისჯება და ეს საქმე დამთავრდება მაშინ, როდესაც გავაშელიშვილი საჯაროდ იტყვის ვინ დაავალა და რამდენი გადაუხადეს ამ საქმეში“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.