სასამართლომ გიგა მაქარაშვილი მტკიცებულებების გარეშე 2000 ლარით დააჯარიმა და დაზარალებულად არ ცნო

საქალაქო სასამართლომ მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი, ყოელგვარი მტკიცებულებების გარეშე, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 3 ივნისს, პროკურატურასთან მიმდინარე აქციას, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ რა დროსაც, სამართალდამცავებმა მაქარაშვილს ხელები გადაუტრიალს და დააკავეს, სწორედ, დაკავების დროს მოტეხეს ხელი მაქარაშვილს.

GDI აცხადებს, რომ გიგა მაქარაშვილი შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობდა.

“დაკავების დროს მოტეხეს ხელი, ხელში კი ურტყამდნენ ხელბორკილს, რითიც ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მიუხედავად ადვოკატის მოთხოვნისა, გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს და არ აძლევს საქმის მასალების გაცნობის უფლებას.

გიგა მაქარაშვილს, არც დაკავებამდე და არც დაკავების შემდეგ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღნიშნული დადასტურდა თავად შსს-ს წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ვიდეო მასალითაც. სხვადასხვა ტელეკომპანიის ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ გიგა მაქარაშვილი მშვიდობიანად დგას და პოლიციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების ან მოწოდების გარეშე აკავებენ მას”, – ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.