სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

​საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორ ყოფილ წევრს თავდებში 200-მდე ადამიანი ჩაუდგა, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც სადავო რუკები, რომლის დამალვას და გამოუყენებლობასაც დაკავებულებს ედავებიან, კარტოგრაფიულად უვარგისია.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.