სასამართლომ მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა

რეჟიმის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. ბრალდების მხარემ სასამართლოს დევიძის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა. მათი განცხადებით, დევიძის მხრიდან არსებს ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.

მომდევნო სხდომა 30 აპრილს ჩაინიშნა.

პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა.