თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა გვარამიას 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გვარამიას 4 დეკემბერს გირჩი – მეტი თავისუფლებისა და დროას ოფისთან ფიზიკურად გაუსწორდნენ და ძალის გამოყენებით დააკავეს.
ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.