თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავის 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას, TV პირველის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსთავის 2 ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა! ორ წლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია!!! ახლა მოვემზადეოთ ახალი სერიისთვის!!!” -წერს ნოდარ მელაძე.
მელაძის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იცავდა.