მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ ამით პროკურატურის მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, რომელიც ყველა ბრალდებულის მიმართ საპატიმრო ღონისძიებას ითხოვდა დატოვა.
პროცესის დაწყებამდე ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არსებული გარემოებებით მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ დასტურდებოდა. შესაბამისად, ისინი ითხოვდნენ, სასამართლოს დაკავებულების მიმართ გირაო ან აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა არ გამოეყენებინა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 17 ადამიანი დააკავა.