მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე არასრულწლოვნებისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებას ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა 6-ვე პირისთვის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სრულწოვნების წინასასამართლო სხდომისთვის კი გამოძიებამ დამატებითი დრო ითხოვა.
27 ივლისის პროცესზე სასამართლომ 11 სრულწლოვანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.