სასამართლომ ჯაფარიძეს 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა და 2 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ზურა ჯაფარიძე 2500 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.

ჯაფარიძეს 2 დეკემბერს თბილისში, თამარაშვილის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ადვოკატის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.

“უბრალოდ გასარკვევია და მაგის გასაგებად მოვედი, რა ზომას მიიღებენ და რას გადაწყვეტენ, თორემ თვითონ როგორ წარიმართა პროცესი და რაც მე მინახავს ჩემთან მიმართებაში და ათობით მოწმის მიმართებაში, ცხადია, რომ მოსამართლე რაიმეს გაიაზრებს და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, არ მაქვს. მით უმეტეს იმ მოსამართლის მხრიდან, რომელიც ესტონეთის მიერ არის დასანქცირებული”, – თქვა ჯაფარიძემ.