სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძესაღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განაცადა, რომ ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე არსებობს.
ხაინდრავა და აღნიშნული კიდევ 2 პირი 27 ივლისს დააკავეს.
მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა და გაფლანგვაში დახმარება ედებათ.