სასამართლომ 3 ოპოზიციური არხი ოცნების საარჩევნო რეკლამის არ გაშვებისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ “ოცნების” სარჩელი დააკმაყოფილა და კრიტიკულ მედიას “ოცნების” საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვება მოსთხოვა და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მანამდე, “ქართული ოცნების” სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განიხილეს. ბექაურის უწყებამ სამი კრიტიკული მედიასაშუალება სამართალდამრღვევად ცნო.

ტელეკომპანია პირველმა, TV ფორმულამ და მთავარმა არხმა ერთობლივი განცხადება 5 ოქტომბერს გაავრცელეს, სადაც წერდნენ, რომ “ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი”.