სასამართლომ TV პირველს და მაია მამულაშვილს კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა – ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ავრცელებს.
“იმის გამო რომ, კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ ტვ პირველს და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა.
ტვ პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი.
ველოდებით აღსურლების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად.
p.s კახა კალაძე ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღეთ, ტელევიზიის არაა ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს”, – წერს ნოდარ მელაძე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ იჩივლა 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში, მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტის ნათქვამი სიტყვების გამო, რომ “კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.