სასამართლოსთან პოლიციამ ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი დააკავა

პოლიციამ სასამართლოს მიმდებარედ ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი დააკავა. ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ალბი კორძაია ავრცელებს.

ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, ის ამ წუთებში არკვევს, სად არიან გადაყვანილი და რას ედავებიან სამოქალაქო ატივისტებს.