“რა თქმა უნდა, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, მის მდგომარეობას და სიტუაციას. ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვამბობ, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მან მიიღოს შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის კიდე ზედმეტად შეფერხება ამ პროცესის, რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას და ქმნის დამატებით კითხვებს”,
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება.