სასამართლოს გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობის კუთხით ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსრწებთ – ღარიბაშვილი

სასამართლოს გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობის კუთხით ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსრწებთ – პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო სასამართლო სისტემით ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს. პრემიერს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია, რომელია ეს “ბევრი ქვეყანა”.

“ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთ დღეში და ორ დღეში. მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ რვა წელში, არის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე. მეორე, სასამართლოს გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სასამართლოსადმი ნდობის მხრივ ჩვენ ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, რა კითხვები არსებობს? შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს რაღაც გარკვეული კითხვები და გაუგებრობა შეიქმნას. მე ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აღმოიფხვრება”, – თქვა ღარიბაშვილმა.