სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს, 143,000 ლარის მიტანას გვავალდებულებენ – ზურაბ ჯაფარიძე

სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო 143,000 ლარის მიტანას გვავალდებულებენ  –  ამის შესახებ, პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. “გირჩი მეტი თავისუფლება” თანხას,   “ფანდრაიზინგის” პრინციპით, მხარდამჭერთა შემოწირულებებით აგროვებს, სასამართლო კი შემოსავლების უკანონოდ მიღებასა და დამალვას ედავება. ასევე ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას შეუჩერდა Paypal-ის ანგარიშიც, რათა პარტიამ საზღვარგარეთიდან არ მიიღოს დაფინანსება.

” სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო

1. 502 ტრანზაქციით 28,327 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც არ ჩანს ვინ შემოგწირათო ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 56 ლარი

2. 92 ტრანზაქციით 490 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც რაღაც მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთსო. 490 ლარი ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 5 ლარი

3. უცხოურ ვალუტაში გაქვთ 6,000 დოლარი მიღებულიო

(სინამდვილეში შეეშალა ჩვენ მხარდამჭწერს და აქედან 4,000 დოლარი უკან დავუბრუნეთ) ჯამში 47,590 ლარი მიიღეთ უკანონოდ და დამალეთო

დამალეთო თან :)) ახლა ეს 47,590 ლარი აიღეთ, ორი ამდენი, 95,181 ლარი ზემოდან დაამატეთ და ბიუჯეტში ამოიტანეთო. ანუ, 143,000 ლარის მიტანას გვავალდებულებენ ჩვენ, პარტიას რომელიც ყოველთვე ლარ-ლარ ვაკეთებთ ფანდრაიზინგს რომ გადავრჩეთ და ვაკეთოთ ის რასაც ვაკეთებთ ცოტა ხნის წინ paypal-ის ანგარიში გამიჩერეს რომ საზღავრგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა მხარდამჭერებმა ვერ დამაფინანსონ მარტივად ჩვენი პოლიტიკოსების და წევრების ნაწილს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების ანგარიშებზე ინკასოებს ადებენ, ნაწილს ჯარში იწვევენ, ნაწილს ახლობლებს უგზავნიან და არწმუნებენ რომ უნდა შეეშვან პოლიტიკურ აქტიურობას, ნაწილს ტროტუარზე დგომისას იჭერენ და აჯარიმებენ რადგან მისი სტატუსები არ მოსწონთ
და ეს ხდება ქვეყანაში სადაც ასობით მილიონს ხარჯავს შავად თუ თეთრად მმართველი პარტია რომ ძალუფლება არ დაკარგოს

”ქართული ოცნება” თქვენი შეშინებულის დედაც, გამოექანეთ მთაწმინდიდან  “- წერს ზურა ჯაფარიძე.