‘სასამართლოს თანამშრომლები მოსამართლის კარიდან შემოვიდნენ და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოს იღებენ” – ამის შესახებ, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
”სავარაუდოდ ხვალ ნიკოლოს ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. ამ წუთებში კი, სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტო იღებენ. თან მოსამართლის კარიდან შემოვიდნენ შესვენების დროს ასეთი არაფერი მინახავს გამიგია. ტოტალურია ქალთა მიმართ სიძულვილი. აქ სუნთქვაც ჭირს. არ ვიცი ამ გარემოში როგორ შეიძლება ვინმემ ობიექტურობა შეინარჩუნოს”. – აცხადებს ანა აბაშიძე.