საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას განცხადებით,აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის. ე.წ. კლანის შესახებ იკითხა. მისივე შეფასებით, სახელმწიფო მდივანი ინფორმირებულია ე.წ. კლანთან დაკავშირებით და სჯერა მისი არსებობის.
“მტკიცებულებების წარდგენა მას არ მოუთხოვია. მან იკითხა, როგორი მეთოდებით მუშაობენ გავლენიანი ჯგუფები, კლანზეა საუბარი. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც სასამართლოზე მუშაობს. ჩვენ რომ შეგვხვდა, ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მეტად ამ ხალხს, ანაღვლებს სასამართლო. სასამართლო არის ამ ქვეყნის სირცხვილი გარეთ იმიტომ, რომ ისეთი ცუდები არიან, რომ გვარცხვენენ, ამიტომაც შეგხვდა ჩვენ და არის ერთ-ერთი მთავარი თემა. სასამართლო სისტემაში არ არის ყველა ცუდი ადამიანი და ესეც ვუთხარით”, – აცხადებს გვილავა.