“სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს” -აშშ-ს საქართველოში ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ“. დეგნანი ქართულ ოცნებას მის მიერვე ხელმოწერილ დოკუმენტს კიდევ ერთხელ ახსენებს:
“იმის გამო, რომ არ ყოფილა ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, არ მიგვიღია სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, აქედან გამომდინარე, სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება ძალიან ცხადია. მე არ მაქვს ინფორმაცია არანაირ გვერდით შეთანხმებებსა თუ ვერბალურ შეთანხმებაზე, მხოლოდ ის ვიცი, რაც წერია დოკუმენტში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს 19 აპრილს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია.
„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა. მსურს ასევე ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ათასობით ქართველ პარტნიორთან 30 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს შექმნას დემოკრატია, გააძლიეროს თავდაცვა და უსაფრთხოება, გააუმჯობესოს განათლება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მოახდინოს მისი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველებთან ერთად მუშაობს, ვისაც სურს დაეხმაროს საქართველოს შექმნას და გახდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა“, – განაცხადა დეგნანმა.