თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილს ჩხრეკენ- პაპიაშვილის ინფორმაციით, პარალელურად ჩხრეკა ტარდება ქსნის ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლშიც.
“გავდიოდი სასამართლოს შენობიდან და მადგება 20 პირი, ფინანსური პოლიციიდან თუ რა თქვეს, არ ვიცი, გამოგვყევიო… არსად გაყოლას არ ვაპირებ, ჩემი ადვოკატის გარეშე”, – თქვა მან მანამდე.
ცნობისთვის, პაპიაშვილი მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება გირაო ძალაში დაუტოვა, გიორგი ჩიკვაიძეს კი პატიმრობით შეუცვალა.