„ამ ხალხის თანადგომა, ვინც ახლა, ტყვეობაში ჰყავს რეჟიმს, არის მინიმუმის მინიმუმი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს იმ რეალობაში, როგორშიც ჩვენ ვართ. ის, რომ ამ სასამართლოდან რამე ოპტიმისტურის მოლოდინი, ცხადია, არ გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდე, რა ხდება აქ. სასამართლო არის ის ადგილი, სადაც წესით, ნორმალურ ქვეყანაში უნდა ირკვეოდეს ტყუილი და სიმართლე. აქ იყრის თავს ასეთი რეჟიმის პირობებში მთელი ბოროტება და ჩემი აზრით, ამის ყოველდღე ნახვა არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქისთვის, აუცილებელი არ არის პოლიტიკოსი გერქვას, ნახო სინამდვილეში, სად ცხოვრობ, ყველაზე კარგად ეს, აქ ჩანს“,
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.