სასამართლოში შეიძლება არსებობს გავლენიანი ჯგუფი – სუბარი

ქართული ოცნების დეპუტატის განცხადებით, სასამართლოში შესაძლოა გავლენიანი ჯგუფი არსებობს.

მისი თქმით, რეფორმა “ყველაფერს დაალაგებს”.

“სასამართლოში შეიძლება არსებობს გავლენიანი ჯგუფი, სასამართლო არის დამოუკიდებელი, აბსოლიტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენისგან, შიგნით აქვს თუ არა მოსამართლეებს ერთმანეთზე გავლენები, ამაზე მე პასუხი არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ, თუ ასეთი რამე არსებობს, რეფორმა, რომელზეც დღეს ვმუშაობთ ყველაფერს დაალაგებს”,- ამბობს სუბარი.