სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლისთვის – კობახიძე ელჩების წერილს პასუხობს

”სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლისთვის, როცა საქმე ეხება დანიშვნებს, რთულია დაელოდო” – ასე პასუხობს, ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დიპლომატების წერილს, რომლითაც მათ მმარველ გუნდს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნა.კობახიძე აღნიშნავს, რომ “ყველაფერს გადახედავენ” და გადაწყვეტილებას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტური ფუნქციონირების სასარგებლოდ მიიღებენ.

“9 აპრილის შეთანხმება ზუსტად, ზედმიწევნით განმარტავს იმას, თუ რა არის გასაკეთებელი სასამართლო სფეროში. როდესაც საუბარია სასამართლო რეფორმაზე, მითითებულია, რომ უნდა განხორციელდეს 2022 წლის გაზაფხულის ჩათვლით. ბუნებრივია, როცა საუბარი ეხება დანიშვნებს, ძალიან რთულია, დაელოდო ერთწლიან პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, გადავხედავთ ყველაფერს, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისე, როგორც ეს არის საჭირო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის”, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს.