“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, საბა სხვიტარიძის საქმეზე გამართულ სხდომა ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე წარიმართა.
დაპირისპირება, სხვიტარიძის საქმის მოწმე სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას მოჰყვა. ედიშერაშვილი პროცესზეც პოლიციის კორდონით მივიდა, სხდომაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. სასამართლო დარბაზში 10-მდე პოლიციელი იჯდა, რის გამოც, საბა სხვიტარიძის ოჯახის წევრები სხდომაზე შესვლას ვეღარ ახერხებდნენ.ედიშერაშვილი ის გამომძიებელია, რომელსაც სხვიტარიძე მის მიმართ განხორციელებული წამების თვითმხილველად ასახელებს. რეჟიმის პატიმრის თქმით, სწორედ ედიშერაშვილის კაბინეტში, მის თვალწინ სცემეს ოლიგარქის პოლიციელებმა ის, თუმცა გამომძიებელ ქალს ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
ადვოკატებმა პროცესზე აღნიშნეს, რომ საქმეში მრავალი პროცედურული დარღვევაა და შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას, რაც არ გამოკვლეულა.