”სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს ”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, განაცხადა.
”ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც სერიოზულად განიხილება, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სასაფლაო არ არის, რა დავარქვა არც ვიცი… სასაფლაოზე გასვლა და კვერცხის გადაგორება ნორმალურია. სასაფლაოზე ქეიფის გამართვა საერთოდ არ ჯდება ჩვენს ტრადიციაში. ის, რომ სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს, მგონი ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება ამაში.”- განაცხადა იმნაძემ.