სასაცილოა რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება-კუბილიუსი თალაკვაძეს პასუხობს

“სასაცილოა რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება”- ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ მისი მისამართით გუშინ გაკეთებულ განცხადებას. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას 2007 წლის მოვლენებისთვის სდებს ბრალს, რათა ხალხის ყურადღება ქვეყნის მიმდინარე პრობლემებიდან გადაიტანოს“, – განაცხადა კუბილიუსმა არჩილ თალაკვაძის მისამართით, რომელმაც ევროპარლამენტარს დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა.