“სასიამოვნოა ოპოზიციის მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ძალისხმევის ხილვა” – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“საქართველოს ოპოზიციური პარტიების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება აქვს და სასიამოვნოა მათი მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალისხმევის ხილვა. დღეს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მაკდონალდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ერთგულება პლურალისტური, ინკლუზიური მმართველობის მიმართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.