სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა – ზურაბიშვილი ლიზ ტრასზე

”ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერმინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად.”

ამის შესხებ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს და ლიზზ ტრასს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე არჩევას ულოცავს

აქვე შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და  კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი ლიზ ტრასი გახდა. საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან  81 326-მა დაუჭირა მხარი.