ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 00:09

სასტიკი ანგარიშსწორება – შემოსავლების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მოქმედი თანამშრომელი სცემა

ფიზიკური დაპირისპირება შემოსავლების სამსახურში. ცოტა ხნის წინ,  შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს, ირაკლი ხურციძეს თავს დაესხნენ. მას სახის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ხურციძე სასტიკად მისმა ყოფილმა თანამშრომელმა სცემა და ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.