სასტუმროში, რომელშიც ვცხოვრობდით შემოსახლებულა გახარია – მელია

“სასტუმროში, რომელშიცვცხოვრობდით შემოსახლებულა გახარია”-  ენმ-ის  თავმჯდომარე ნიკა მელია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით,  ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილსა და ექსპრემიერ გახარიას შორის ვაშინგტონში “კონსპირაციული შეხვედრა” შედგა. ამის შესახებ მელია, “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს.

”ათასი სპეკულაცია მესმის, დაახლოებით ოთხი დღის დაწყებული გვქონდა შეხვედრები მე, ნონა მამულაშვილსა და თიკა ბოკუჩავას, მიხეილ სააკაშვილი ჯერ არც კი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც გავიგე, რომ სასტუმროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით შემოსახლებულა ბატონი გახარია. ისე რომ მას არ ჰქონდა ეს ინფორმაცია. იმ სართულზე დაიდო ბინა, რომელზეც მე ვიყავი, მეხუთეზე. მალევე გაიგო, რომ ჩვენ იქ ვიყავით და მეორე დღეს, დილით ადრე გავიდა სასტუმროდან და გადავიდა სხვაგან”, – ამბობს ნიკა მელია.