გურიაში, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო “პარაგრაფის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც იუწყებიან, ინფიცირებული ბოლო ორი კვირის განმავლობაში სასტუმროში არ იმყოფებოდა და კორონავირუსი თბილისში დაუდგინდა.
“პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა „კოვიდ-19“, არ არის სასტუმრო „პარაგრაფის“ შტატიანი თანამშრომელი. ის იმყოფებოდა სასტუმროში დროებით, ცხოვრობდა ბათუმში ოჯახთან ერთად. აღნიშნულ პიროვნებას დაუდასტურდა „კოვიდ-19“ თბილისში გუშინ და გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. ეს არის ცნობილი ბათუმის კლასტერი, მისი ოჯახი იყო ბათუმში, იქ ისვენებდნენ. შესაბამისად, ცნობილი ბათუმის კლასტერია. სასტუმროს ტერიტორიაზე კოვიდის დადასტურებული შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს”, – იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი სასტუმროს განცხადებაზე დაყრდნობით.