სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რასაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
“პრემიერმინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული შესწავლა, ვინაიდან ხშირად ფასნამატები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და შესაბამისად, ეს აისახება მომხმარებელზე. სამთავრობო კომისია ამ პროცესის უკეთესი კოორდინაციისთვის შეიქმნა.” – ამბობს ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი.














