ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოჯახებს სახნავ-სათესი ვაუჩერები გადასცეს.
მისი განცხადებით, ამისათვის თითოეულ ოჯახზე 500 ლარი უნდა გამოიყოს. ნათელაშვილმა, დღეს სოფელ დიღომში, ერთ-ერთი მოქალაქის ნაკვეთზე სიმბოლურად კარტოფილი დათესა.
,,კორონავირუსი მალე დამთავრდება და ხალხს კორონა შიმშილობა ემუქრება, რადგან არ არის სახნავ-სათესი რესურსი. ამასობაში ივანიშვილი მილიონებს ხარჯავს, რომ ასწლოვანი ხეები ერთი ადგილიდან ამოთხაროს და მეორე ადგილზე გადაათრიოს. სასწრაფოდ 500-ლარიანი სახნავ-სათესი საგაზაფხულო პაკეტი, ესაა ერთადერთი გადარჩენა, რადგან უცხოეთიდანაც ვერ შემოვა. ახლა წყდება, ჩვენი ხალხი რას შეჭამს ხვალ, ზეგ და მაზეგ,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.