სასწრაფოდ გამოიყოს 500-ლარიანი სახნავ-სათესი საგაზაფხულო პაკეტი – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოჯახებს სახნავ-სათესი ვაუჩერები გადასცეს.

მისი განცხადებით, ამისათვის თითოეულ ოჯახზე 500 ლარი უნდა გამოიყოს. ნათელაშვილმა, დღეს სოფელ დიღომში, ერთ-ერთი მოქალაქის ნაკვეთზე სიმბოლურად კარტოფილი დათესა.

,,კორონავირუსი მალე დამთავრდება და ხალხს კორონა შიმშილობა ემუქრება, რადგან არ არის სახნავ-სათესი რესურსი. ამასობაში ივანიშვილი მილიონებს  ხარჯავს, რომ ასწლოვანი ხეები ერთი ადგილიდან ამოთხაროს და მეორე ადგილზე გადაათრიოს. სასწრაფოდ 500-ლარიანი სახნავ-სათესი საგაზაფხულო პაკეტი, ესაა ერთადერთი გადარჩენა, რადგან უცხოეთიდანაც ვერ შემოვა. ახლა წყდება, ჩვენი ხალხი რას შეჭამს ხვალ, ზეგ და მაზეგ,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.