სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება – ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუჩაზე

‘სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება”- ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი უკრაინელების დახოცვას ეხმაურება. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

“შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, რომელსაც რუსეთი ტოვებს. სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. ომის დანაშაულის ჩამდენი პასუხს აგებს”. – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.