ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი უნდა დაიხუროს.
“ახლა სახალხო დამცველი რაზეც საუბრობს პირდაპირ ეთერში, დაუჯერებელია. მონიტორინგი არ კმარა! სასწრაფოდ, სამი სამინიტროს (ჯანდაცვა, განათლება, შსს), სახალხო დამცველისა და ყველა უფლებამოსილი ორგანოს მიერ სახლი უნდა დაიხუროს და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას. ყოველი უმოქმედო დღე სახელმწიფოს დანაშაულია”,– წერს დეკანოიძე.
დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების სავარაუდო ფაქტიც მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ასევე იძიებენ შესაძლო ძალადობის 3 ფაქტს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა.