სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მეტად ვცდილობთ, რომ მიზნობრივი ტესტირების ჯგუფები გამოვავლინოთ და დღეისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც ყველაზე მჭიდრო კონტაქტში არიან გამოვლენის და დიაგნოზის დადგენის პერიოდში, მათთან მიმართებაში ტესტირება, რომელიც დღემდე ორ კვირაში ერთხელ იყო, ეს დრო შევამციროთ და ყოველ 72 საათში ერთხელ მოხდეს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმების ტესტირება, რაც ვთვლით, რომ დაგვეხმარება, როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე ინფექციის გავრცელების პრევენციაშიც“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.